06:42 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 22:25:08, 682 ნახვა

მსოფლიო
სულ მცირე 60 ავღანელი და ოთხი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად

სულ მცირე 60 ავღანელი და ოთხი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად- ინფორმაციას „The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

 მათი თქმით,  ორი აფეთქება მოხდა ამერიკელების მიერ კონტროლირებად დაწესებულებაში შესვლის მცდელობისას, რამაც შეაფერხა აშშ-ის ევაკუაციის მცდელობა.

ქაბულში აშშ -ს ელჩის განცხადებით  ოთხი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა ქალაქის აეროპორტში განხორციელებული თავდასხმის შედეგად და სამი დაიჭრა, ავღანეთის ჯანდაცვის მაღალჩინოსნების განცხადებით კი ადგილობრივ სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულთა რიცხვი 60 შეადგინა.

თავდასხმის დროს აეროპორტის  მისასვლელთან  ათასობით ქვეყნიდან ევაკუაციისთვის მისული  ავღანელი  იმყოფებოდა. მომხდარზე პასუხიმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

„თალიბანმა“ მომხდარი დაგმო.

”ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ შემზარავ ინციდენტს და ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ”. განაცხადა თალიბანის სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics