04:22 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 20:17:05, 954 ნახვა

მსოფლიო
CNN - სრულად ვაქცინირებული ადამიანების 99.99%-ზე მეტმა დაავადების გართულების გარეშე გადაიტანა

კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ორი დოზით ვაქცინირებული ადამიანების 99.99%-ზე მეტში დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზების ან გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა - ამის შესახებ CNN აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

მათი ცნობით, აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ 164 მილიონზე მეტი ადამიანი იყო სრულად ორივე დოზით აცრილი. მათგან, 0.001%-ზე ნაკლები ანუ 1 507 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, ხოლო 0.005%-ზე ნაკლების ანუ 7 101 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა.

გართულებული შემთხვევების 74%-ში პაციენტთა ასაკი 65 წელს აღემატებოდა. 1 500 დაღუპულიდან კი ყოველი მეხუთეს გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics