03:38 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-06 14:15:39, 463 ნახვა

მსოფლიო
„ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ლიბანურმა  ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელის ტერიტორიაზე, -  ამ ინფორმაციას უცხოური სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმცია  ისრაელის თავდაცვის ძალებმაც დაადასტურეს. მათი განცხადებით, ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით სულ მცირე 10 რაკეტა გაუშვეს, რაკეტების უმეტესობა ისრაელის „რკინის გუმბათის“ სისტემამ მოიგერია, დანარჩენი კი - დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაეცა.

„ჰეზბოლას“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ეს სარაკეტო თავდასხმა პასუხია გუშინ, ისრაელის მხრიდან განხორციელებული ავია იერიშის.

შეგახსენთ რომ გუშინ, ისრელმა ლიბანის თავდასხმის პასუხად ის ობიექტები ააფეთქა, საიდანაც 4 აგვისტოს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics