00:21 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 10:26:19, 1379 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის მთავრობამ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.

ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაშია ნათქვამი, ბელარუსის მთავრობის გარკვეული წარმომადგენლებისა და სხვა პირების ქმედებები და პოლიტიკა კვლავ საგანგებო საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის.

ბაიდენის თქმით, აღნიშნული ქმედებები ბელარუსში დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს ძირს უთხრის.

„ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას, პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის ადამიანების დაკავებასა და გაუჩინარებას, ასევე კორუფციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics