|
2021-05-16 17:30:08, 1046 ნახვა
მსოფლიო
Reuters-ის ცნობით, ისრაელის ავიაიერიშებს 33 ადამიანის, მათ შორის 8 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ისრაელის ავიაიერიშებს 33 ადამიანის, მათ შორის 8 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას, სააგენტო "როიტერსი" ღაზის სექტორის, ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია იუწყება, ბოლო მონაცემებით ღაზის სექტორში სარაკეტო თავდასხმებს, 181 ადამიანი, მათ შორის 47 ბავშვი ემსხვერპლა. რაც შეეხება ისრაელს, თავდასხმების შედეგად აქ 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა. მეტი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ლიდერის იეჰია სინვარის სახლი დაბომბა. აღნიშნული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ისრაელის მიერ განხორციელებული ქმედებების პარალელურად თავდასხმები თელ-ავივის მიმართულებით „ჰამასმაც“ განახორციელა, რის შედეგადაც ათამდე ადამიანი დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ „ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, „ალ-ჯაზირასა“ და „ასოშიეთიდ პრესის“ ოფისებიც დაიბომბა. „ბიბისის“ ცნობით, შენობაში მყოფი პირებისთვის ავიაიერიში შესახებ ინფორმაცია დროულად გახდა ცნობილი და შედეგად მოქალაქეების დროული ევაკუაცია მოხდა. როგორც BBC იუწყება, ადგილზე მედიის ოფისების გარდა, საცხოვრებელი ბინებიც იყო, ხოლო დაბომბვის შედეგად შენობა სრულად განადგურდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი სრული ძალებით იმოქმედებს, ვინც ცეცხლი დაანთო, ის მიიღებს ცეცხლს. ამასთან, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა შეამციროს მშვიდობიანი მოქალაქეების ზიანი. „ჩვენ გავაგრძელებთ სრული ძალით მოქმედებას. გამანადგურებელ დარტყმებს ვაყენებთ ტერორისტულ ორგანიზაციას. ის, ვინც ცეცხლი დაანთო, მიიღებს ცეცხლს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. როგორც ნეთანიაჰუ აღნიშნავს, "ჰამასისგან" განსხვავებით, ისინი მშვიდობიანი მოქალაქეების ზურგს უკან არ იმალებიან და პირდაპირ ებრძვიან ტერორისტებს. ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 18 მაისს, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით, საგანგებო კონფერენციას გამართავენ. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა. „ისრაელსა და პალესტინას შორის ესკალაციასა და სამოქალაქო მსხვერპლის მიუღებელ რიცხვთან დაკავშირებით, მე ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციას სამშაბათს. განვიხილავთ თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს წვლილი შეიტანოს მიმდინარე ძალადობის დასრულებაში“, - წერს ბორელი.
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)