|
2021-04-07 12:17:20, 716 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. როგორც პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერი სომხეთში დაგეგმილი არჩევნების შესახებ ისაუბრებს. ამასთანავე, მოლაპარაკებების დროს ლიდერები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გახსნაზე გაამახვილებენ ყურადღებას. ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ თვითიზოლაციაში იყო გადასული. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მას შემდეგ, 11 იანვარს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა, სადაც ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს რეგიონში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ განცხადებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)