|
2021-04-06 10:55:15, 699 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს უკრაინაში ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან. ამასთანავე, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, ისინი სთხოვენ რუსეთს, რომ განმარტონ აღნიშნული პროვოკაციები. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს თავი შეიკავოს ესკაპაციური ქმედებებისგან და ვთხოვთ, რომ განმარტოს აღნიშნული პროვოკაციები", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. ამასთანავე, როგორც მან განმარტა, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება შეშფოთებული მოსკოვის ნებისმიერი მცდელობით, დააშინოს უკრაინა, მოხდება ეს რუსეთის ტერიტორიაზე თუ უკრაინის შიგნით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიფინგი მას შემდეგ გამართა, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს პირველად ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკისთან. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთმა შეკრიბა ჯარები და ტანკები გადაიყვანა უკრაინის საზღვართან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)