09:39 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 23:57:51, 569 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველოს ნატო-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს

„საქართველოს ნატო-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თბლისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტი უნდა გაფორმდეს.

„რუსული, აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარე გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ძალისხმევა კონცენტრირებული იყოს სამხრეთ კავკასიაში მყარი და სანდო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

რუსეთი და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ამ სტრატეგიული ამოცანის მიღწევა შეუძლებელია, ერთი მხრივ თბილისსა და მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმების გარეშე.

სწორედ ეს პრაქტიკული ზომა შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს ზოგადად, რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო სიტუაციის შექმნაში.

ასეთი დოკუმენტის იმპერატიულობა ნაკარნახევია აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის ზრდით, მათ შორის საქართველოს ნატო-ში ფორსირებული წესით გაწევრიანების გეგმით“, – ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics