07:47 - 02 May, 2026
|
2021-03-07 17:44:54, 860 ნახვა
მსოფლიო
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ იემენის დედაქალაქზე ავიაიერიშები მიიტანა
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ იემენის დედაქალაქზე ავიაიერიშები მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას, „როიტერსი“ ავრცელებს. როგორც შიიტი ჰუსიტების მიერ კონტროლირებული ტელეკომპანია იუწყება, ქვეყნის დედაქალაქ სანაში კოალიციის სამხედრო ავიაციამ შვიდი საჰაერო რეიდი განახორციელა. მანამდე საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანთან დაკავშირებულმა შიიტმა ჰუსიტებმა ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს, რომელთა მიზანი სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა იყო. საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ საფრენი აპარატები გაანადგურა. შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ ომს 2015 წლიდან აწარმოებს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)