02:07 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-06 12:49:02, 900 ნახვა

მსოფლიო
ესტონეთი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ უკანონო განაჩენს მკაცრად გმობს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ უკანონო განაჩენს „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების 12,6 წლით გაგრძელების შესახებ.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics