02:07 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-06 12:25:04, 463 ნახვა

მსოფლიო
ლეხ ვალენსამ ალექსეი ნავალნი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა, ლეხ ვალენსამ, რომელიც ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატია, ამავე პრემიაზე პატრიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი წარადგინა. 

როგორც ლეხ ვალენსა აცხადებს, ალექსეი ნავალნი არის გამბედაობის სიმბოლო, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას რუსეთის ფედერაციაში არსებული ავტორიტარული რეჟიმის გამოვლენაზე.

"მე მოხარული ვარ, რომ წარვადგინე ბატონი ნავალნი ნობელის მშვიდობის პრემიაზე, იმის დასტურად, რომ ის არის გამბედაობის სიმბოლო და არ იშურებს ძალისხმევას კორუფციის გამოსავლენად, პოლიტიკური პლუარლიზმის დასაცავად და მზარდი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციაში", - განაცხადა ლეხ ვალენსამ.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ალექსეი ნავალნი აეროპორშივე დააკავეს და მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ, ე.წ „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით ის 2,5 წლით დააპატიმრა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics