00:32 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-31 17:04:22, 453 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი - ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების მკაცრ ტაქტიკას დემონსტრანტების მიმართ და მოვუწოდებთ ნავალნის გათავისუფლებისკენ

ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების მკაცრ ტაქტიკას დემონსტრანტების მიმართ და მოვუწოდებთ ნავალნის გათავისუფლებისკენ, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

ბლინკენის განცხადებით, ალექსეი ნავალნი და მისი მომხრეები საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გამო დააკავეს.

„აშშ გმობს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მკაცრი ტაქტიკის მუდმივ გამოყენებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზედიზედ მეორე კვირის განმავლობაში. კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს საკუთარი უფლებების დაცვისთვის დაკავებულები, კერძოდ კი ალექსეი ნავალნი“, - წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში აქციის 2000-მდე მონაწილე დააკავეს და დაკავებულებს შორისაა ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics