00:32 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-31 14:53:21, 875 ნახვა

მსოფლიო
ჯანმოს ექსპერტები ქალაქ ვუჰანში იმ სურსათის ბაზარს გამოიკვლევენ, საიდანაც სავარაუდოდ კორონავირუსი პირველად გავრცელდა

ჯანმოს ექსპერტები ქალაქ ვუჰანში იმ სურსათის ბაზარს გამოიკვლევენ, საიდანაც სავარაუდოდ პირველად კორონავირუსი გავრცელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, გუნდის წევრები შუადღისას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ესტუმრნენ ხუანანის ზღვის პროდუქტების ბაზარს.

მეცნიერებს აქვთ ეჭვი, რომ ვირუსი იმ გარეული ცხოველებისგან გავრცელდა, რომელიც სწორედ ვუჰანში მდებარე ამ ბაზარში იყიდებოდა. შემდგომ ეს ბაზარი დახურეს, თუმცა მისი შესწავლა შესაძლოა მსოფლიო დონის კვლევას გარკვეულწილად დაეხმაროს.

„ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს“, - აცხადებს ჯანმოს გუნდის წევრი პიტერ დასზაკი.

ექსპერტებმა ასევე მოინახულეს ბაიშაჟოუს ბაზარი, რომელიც ვუჰანისთვის ერთგვარად საკვები პროდუქტების ცენტრია.

მეტი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ჯანმოს წევრები, ვეტერინარიის, ვირუსოლოგიის, სურსათის უვნებლობისა და ეპიდემიოლოგიის ექსპერტიზით, ასევე ეწვივნენ ვუჰანში არსებულ ორ საავადმყოფოს - ვუჰან ჯინიინტანის საავადმყოფოს და ჰუბეის ინტეგრირებულ ჩინურ და დასავლეთ მედიცინის საავადმყოფოს.

შაბათს, მათ ასევე მოინახულეს მუზეუმი, რომელიც ჩინეთში COVID-19-ის გავრცელების ადრეულ ისტორიას ეძღვნება.

ჯანმოს მიერ ორგანიზებულ გამოძიებას ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მრავალი დაბრკოლება შეხვდა და როგორც საერთაშორისო სააგენტოები იუწყებიან, საგამოძიებო ჯგუფს ქვეყანაში უმკაცრესად აკონტროლებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics