22:13 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-26 17:24:48, 983 ნახვა

მსოფლიო
იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯუზეპე კონტემ მთავრობის გადადგომის შესახებ იტალიის პრეზიდენტს, სერჯიო მატარელას დღეს შეატყობინა.

„მადლობას ვუხდი სამთავრობო ჯგუფს, თითოეულ მინისტრს ამ თვეების მანძილზე ერთად გატარებული ყოველი დღისთვის“, - აღნიშნა კონტემ იტალიელი ხალხისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში, რომელშიც მისი გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას აკეთებს.

როგორც ცნობილია, კონტე გადადგომის შემდეგ, კოალიციის შექმნას გეგმავს, რომელშიც იტალიის პარლამენტის ცენტრისტ წევრებს გააერთიანებს.

ცნობისთვის, იტალიაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა. პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი ეკონომიკური აღდგენის გეგმას არ ეთანხმება. მისმა პარტიამ „ცოცხალმა იტალიამ“ მინისტრთა კაბინეტი დატოვა. ამ ყოველივემ კორონავირუსის პანდემიის ფონზე არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics