22:13 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 18:21:29, 723 ნახვა

მსოფლიო
მარია ჯუფერევა-სკურატოვსკი - მოვუწოდებ საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ სიღრმისეული მოლაპარაკებები

მოვუწოდებ საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ სიღრმისეული მოლაპარაკებები და განსაზღვრონ შესაძლებლობები, რათა ერთად იმუშაონ პარლამენტში, -  ამის შესახებ ესტონელმა დეპუტატმა, „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრმა, მარია ჯუფერევა-სკურატოვსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ტრადიციული ბიულეტენების სისტემასთან ერთად, ელექტრონული არჩევნების სისტემაც უნდა განიხილოს.

„ტინი კოქსის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასების თანახმად, არჩევნები კონკურენტული იყო და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

პირველ რიგში, ჩემი პოლიტიკური ჯგუფის სახელით მოვუწოდებ როგორც საქართველოს მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ მოლაპარაკებები და განიხილონ პარლამენტში ერთად მუშაობის შესაძლებლობები, რადგან ვხედავთ, რომ ბოიკოტი მოსახლეობის ინტერესების წარმოსადგენად საუკეთესო საშუალება არაა.

მეორე, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მმართველი პარტიის ინიციატივას, რაც იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც არ შედიან პარლამენტში, საბიუჯეტო დაფინანსებისა და სხვა ბენეფიტების შეწყვეტას ითვალისწინებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამან შეიძლება, გამოიწვიოს პოლიტიკური სიტუაციის გაუარესება.

მესამე, მივესალმებით სპეციალური კომიტეტის შექმნას, რომელმაც ის დარღვევები უნდა გამოიძიოს, რომელიც ბოლო დროს ჩატარებული არჩევნების დროს დაფიქსირდა. მეოთხე, მივესალმებით საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც 2024 წელს სრულად პროპორციულად ჩატარებას ითვალისწინებს და და მეხუთე, ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, რომ ტრადიციული ბიულეტენების სისტემასთან ერთად, განხილული იყოს ელექტრონული არჩევნების სისტემაც“, - განაცხადა მარია ჯუფერევა-სკურატოვსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics