22:13 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 11:34:10, 598 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთში ზედაპირზე ამოიყვანეს პირველი მუშა, რომელმაც შახტაში 2 კვირა გაატარა

ჩინეთში ზედაპირზე ამოიყვანეს პირველი მუშა, რომელმაც შახტაში 2 კვირა გაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჯერ კიდევ მიწის ქვეშ რჩება ათამდე მუშა. ისინი შახტიდან ამოსვლას აფეთქებისას ჩაკეტილი შესასვლელის გამო ვერ ახერხებენ. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დაუგეგმავი აფეთქება.

ცნობისთვის, აფეთქებას 11 მეშახტე გადაურჩა, თუმცა ერთი კომაში ჩავარდა და თავის ძლიერი დაზიანების გამო, მოგვიანებით გარდაიცვალა.

ორი კვირის განმავლობაში, მუშებს საკვებსა და მედიკამენტებს გრძელი, ვიწრო გვირაბის მეშვეობით აწვდიდნენ.

მედიის ბოლო ცნობებით, სამაშველო ოპერაცია შახტაში ამ დრომდე გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics