|
2021-01-13 21:51:32, 707 ნახვა
მსოფლიო
ამ წუთებში აშშ-ს სენატში დონალდ ტრამპის ინპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს
წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ წარადგინეს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია, ოპონენტები მოქმედ პრეზიდენტს ამბოხის წაქეზებაში ადანაშაულებენ. ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერას გეგმავს „რესპუბლიკელი“ ლიზ ჩეინი და ყოფილი „რესპუბლიკელი“ ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის შვილი. „არ ყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან მისი თანამდებობისა და ფიცისადმი ამაზე დიდი ღალატი“, – ნათქვამია ლიზ ჩეინის განცხადებაში. „სიბიესის“ ცნობით, ამერიკელების 55 პროცენტი დონალდ ტრამპის ხელმეორე იმპიჩმენტს მხარს უჭერს, 45 პროცენტი კი წინააღმდეგია. ამის შესახებ აღნიშნულია უახლეს კვლევაში, რომელიც ამერიკულმა ტელეკომპანიამ დღეს გაასაჯაროვა. კითხვაზე, აშშ-ში კიდევ ხომ არ არის მოსალოდნელი ძალადობა, გამოკითხულთა 74 პროცენტმა უპასუხა, რომ „გარკვეულწილად მოსალოდნელია“. გამოკითხულთა 59 პროცენტი მიიჩნევს, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენები შეიძლება შეაფასო, როგორც ამბოხი და მთავრობის გადაყენების მცდელობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)