15:07 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-13 10:17:51, 1321 ნახვა

მსოფლიო
Unicef - სკოლების კიდევ ერთი წლით დაკეტვის შემთხვევაში, შედეგებს მომავალი თაობები იგრძნობენ

„სკოლების კიდევ ერთი წლით დაკეტვის შემთხვევაში, შედეგებს მომავალი თაობები იგრძნობენ“, - ამის შესახებ ბრიფინგზე „იუნისეფის“ წარმომადგენელმა განაცხადა.

იუნისეფ-ის ხელმძღვანელმა, ჰენრიეტა ფორემ განაცხადა, რომ სკოლების დახურვა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, ყველა სხვა ვარიანტის განხილვის შემდეგ.

„სკოლების დახურვის ბავშვებზე ზემოქმედების უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად და იმის მზარდი მტკიცებულებების მიუხედავად, რომ სკოლები არ წარმოადგენს პანდემიის მამოძრავებელ ძალას, ბევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა სკოლები დაეხურა, ზოგიერთმა თითქმის ერთი წლით.

სკოლების დახურვის საფასური მსოფლიოში სტუდენტების 90 პროცენტმა და მოსწავლეების მესამედზე მეტმა იგრძნო - მოსწავლეებს დისტანციურ განათლებაზე ხელი ხშირად არ მიუწვდებოდა, რაც დამანგრეველი იყო.

სკოლების დახურვა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, ყველა სხვა ვარიანტის განხილვის შემდეგ“, - განაცხადა იუნისეფ-ის ხელმძღვანელმა, ჰენრიეტა ფორემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics