|
2021-01-12 09:42:02, 1061 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჩედ ვულფმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ CNN-ი ვულფის მიერ გავრცელებულ წერილზე დაყრდნობით წერს. „ვწუხვარ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მიწევს, რადგან მინდოდა დეპარტამენტისთვის ამ ადმინისტრაციის დასრულებამდე მემსახურა. სამწუხაროდ, ჩემი ეს ნაბიჯი დასაბუთებულია ბოლოდროინდელი მოვლენებით, მათ შორის მიმდინარე და უღირსი სასამართლო გადაწყვეტილებებით, რაც მოქმედებს მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილებაზეც“, - აღნიშნავს ვულფი. ცნობისთვის, ჩედ ვულფი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მესამე მინისტრია, რომელმაც გასული კვირის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მანამდე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ტრანსპორტის მინისტრმა, ელიან ჩაომ და განათლების მინისტრმა, ბეტსი დევოსმა განაცხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)