|
2021-01-12 09:28:34, 1046 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 11-დან 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, საგანგებო მდგომარეობა აძლევს ქვეყნის უსაფრთხოების დეპარტამენტს და საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოს ნებართვას, გამოყოს საშუალებები ვაშინგტონისთვის დაჩქარებულ რეჟიმში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ კაპიტოლიუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების შეჭრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის პირველი შეხვედრა შედგა. ორ ლიდერს „კარგი საუბარი“ ჰქონდა, მიუხედავად იმ ცნობებისა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა დაძაბული იყო. ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა სწორედ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)