14:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 19:03:42, 894 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - შეგვიძლია კმაყოფილებით განვაცხადოთ, რომ სამმხრივი ხელშეკრულებები თანმიმდევრულად ხორციელდება

„შეგვიძლია კმაყოფილებით განვაცხადოთ, რომ სამმხრივი ხელშეკრულებები თანმიმდევრულად ხორციელდება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი რეგიონში სადემარკაციო ხაზების გარკვევას, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას ემსახურება.

„რუსეთი აფასებს პარტნიორობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს.

ამიტომ, ჩვენ ხალხის ბედზე შეშფოთებით და გულწრფელი წუხილით ვადევნებდით თვალს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას. დღეს ჩვენ შეგვიძლია კმაყოფილებით განვაცხადოთ, რომ სამმხრივი ხელშეკრულებები თანმიმდევრულად ხორციელდება.

ვფიქრობ, რომ დღეს მნიშვნელოვანი იქნებოდა, უპირველეს ყოვლისა, შემდეგი ნაბიჯების დასახვა.

ვგულისხმობ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, სადემარკაციო ხაზების გარკვევას, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics