00:39 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-04 08:57:37, 5440 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს, რომელიც მაღაზიებში, ეკლესიებსა და სკოლებში პირბადის სავალდებულო გამოყენებას გულისხმობს

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსარანომ, ვეტო დაადო კანონს, რომელიც მაღაზიებში, ეკლესიებსა და სკოლებში პირბადის სავალდებულო გამოყენებას გულისხმობს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ბოლსონარომ სოციალური მედიით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, დაწესებული კანონი იმდენად მკაცრი იყო, რომ შესაძლებელი იყო ადამიანები იმის გამოც კი დაეჯარიმებინათ, რომ პირბადეს სახლში არ ატარებდნენ.

პრეზიდენტმა უარი თქვა ბრაზილიაში Covid-19-ის სიმძიმის აღიარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი მსოფლიოში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით მეორე ადგილზეა.

ამჯერად, ბრაზილიის კონგრესს ვეტოს აბსოლუტური უმრავლესობით დასაძლევად 30 დღე აქვს.

როგორც ცნობილია, ბოლსონარო პირბადეს თავადაც კი არ ატარებდა.

პრეზიდენტის მტკიცებით, „კარანტინი და სოციალური დისტანცია არ არის აუცილებელი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ის მხოლოდ დააზიანებს ბრაზილიის მყიფე ეკონომიკას.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 60 ათასს აჭარბებს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics