08:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პროკურორი: მიმდინარეობს იმ პოლიციელების დაკითხვა, რომლებიც Birja Mafia-ს წევრების დაკავებაში მონაწილეობდნენ

ჯგუფ Birja Mafia-ს საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე იმ პოლიციელების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც მუსიკოსების დაკავებაში მონაწილეობდნენ.

Bijra Mafia-ს წევრი პოლიციელის როლის შემსრულებელს: ნუ გეშინია, ქვეყანაში აღარ ბნელა

„ეს ალბათ უმეცრობის გამო მოუვიდა, რადგან ადამიანი რომელიც იძახის, არ ვიცოდი რაში ვიძახდი მონაწილეობას“ არის მსახიობი, კავეენი აქვს ნათამაშები და სასცენო ხელოვნების და ვიდეოს არსს ხვდება. მე მას მინდა ვუთხრა, ნუ გეშინია“, - ასე გამოეხმაურა Bijra Mafias-s წევრი აკაკი ჭანტურიძე კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებლის განცხადებას.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მიხეილ მგალობლიშვილს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვლება

მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატის კახა ცნობილაძის შეფასებით, სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას, არასაპატიმრო ღონისძიებით შეუცვლის.

„ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციამ 58-დან 48%-მდე, მთლიანი სესხების კი, 65-დან 58%-მდე დაიკლო“

„საქართველოს მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ლარიზაციის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა თანამეგობრობის მხრიდან", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ქვეყნების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი მამაცაშვილი birja mafia-ზე: ეს ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციულად გადადგმული უღირსი ნაბიჯია
კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივება ვერავინ მოახერხოს
ზურაბიშვილი: ვინმეს გჯერათ, რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების და „აზრების“ გამოთქმის გამო დაიჭირეს?

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი Birja Mafia-ს წევრების დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს,  ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების გამო არ დაუკავებიათ. 

პრემიერი: კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით ზედმეტად მკაცრია და საჭიროებს ლიბერალიზაციას

კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების დაკავებას უკავშირდება. 

გიორგი გახარია: ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ სვანეთის უნიკალურ რეგიონს დამატებითი სარგებელი მოვუტანოთ

„უნიკალური დღეა, რადგან 10 ივნისია, სვანეთში ვხსნით ზაფხულის სეზონს და ამავდროულად, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე  მიმდინარეობს  ბორის კახიანის სახელობის ტურნირი", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სვანეთში ვიზიტისას, კურორტ თეთნულდზე  ჟურნალისტებს განუცხადა.

ამერიკელი პროკურორი: არსებობს ვარაუდი, რომ ხურციძე მიიმალება, მას საქართველოსთან და უკრაინასთან აქტიური კავშირი აქვს

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული სპორტსმენების საქმის პროკურორის ენდრიუ ადამსის განცხადებით, ბანდის მეთაურის მითითებით ავთანდილ ხურციძე ფიზიკურად გაუსწორდა მამაკაცს, რომელსაც თანხის მითვისება დააბრალეს, - ამის შესახებ Seattle Times იუწყება.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, Birja Mafia-ს წევრებს თავდებში ჩაუდგნენ

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ჯგუფ Birja Mafia-ს დაკავებულ წევრებს თავდებში ჩაუდგნენ. 

Birja Mafia-ს წევრის ადვოკატი: თუ პოლიციელების გაშარჟება დასჯადია, 2 PAC-ი ამერიკაში მინიმუმ 2-ჯერ უნდა დაეხვრიტათ

ჯგუფ Birja Mafia-ს წევრის მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. 

ჯეჯელავა Birja Mafia-ზე: რაც კლიპში გამოხატეს, ჩემი აზრით, საშინელებაა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ჯგუფ Birja Mafias-ს მიერ გავრცელებული კლიპი, სადაც პოლიციელი გააშარჟეს, სამართალდამცველების მიმართ უპატივცემლობაა.

ხოშტარია რეპერების დაკავებაზე: ის, რაც მოხდა, არის ზეწოლა და ტერორი

„ის, რაც მოხდა არის ზეწოლა, ტერორი, დაშინება და არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანების ნარკოტიკების მოხმარებასთან, თუ რაიმე კანონის დარღვევასთან’’ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარია ჯგუფ ,,ბირჟა მაფიის’’ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯეჯელავა ქართველ სპორტსმენებზე: ამერიკულ მართლმსაჯულებაში ეჭვს ნუ შევიტანთ, ამის საფუძველი არ გვაქვს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით,  სახელმწიფო უწყებები აქტიურად არიან ჩართული ნიუ-იორკში დაპატიმრებული ქართველების საქმეში.

Birja Mafia-ს დაკავებული წევრი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს

ჯგუფ Birja Mafia-ს დაკავებული წევრი მიხეილ მგალობლიშვილი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics