12:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 15:23:38, 1893 ნახვა

კომენტარი
სუბარი: შეუძლებლად მიმაჩნია, თბილისში ადამიანს ტომარა ჩამოაცვან, ჩატენონ მანქანაში და ეს ვერ დაინახოს ვერავინ

„შეუძლებლად მიმაჩნია, თბილისში, ქალაქში, ცენტრალურ  უბნებში ადამიანი ჩატენონ მანქანაში, თავზე ტომარა ჩამოაცვან, თან ფორმიანებმა, ნიღბიანებმა  და ეს ვერ დაინახოს ვერავინ, ერთი მოწმეც არ გამოჩნდეს“,-ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს.

სუბარის თქმით, შესაძლო გატაცებაზე მხოლოდ აფგან მუხთარლი საუბრობს. ამასთან, სუბარი აღნიშნავს, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებს და გამოძიების შედეგებს ელოდება.

„შესაძლო გატაცება, შესაძლო არ გატაცებაზე ლაპარაკი არ არსებობს ერთი წყაროს გარდა, ეს არის თვითონ აფგან მუხთარლი და  მისი ადვოკატები. თბილისის ნებისმიერ უბანში, ყველაზე მიყრუებულშიც კი, არ ვამბობ ჩიტაძის ქუჩაზე და ცენტრში, ადამიანს რომ დახვდეს ვიღაც, თავზე ტომარა ჩამოაცვას, ჩატენოს მანქანაში, საბარგულში, მინიმუმ  20-30 ადამიანი იქნება, ვინც ამას ვიდეოზე  აღბეჭდავს და იქნება სოციალურ ქსელებში გავრცელებული. არ გამოჩნდა ამ ხნის განმავლობაში ერთი ადამიანიც კი ვინც იტყოდა, რომ მათ თავზე რაღაც საეჭვო მოხდა. მე ასეთი რამ ვერ წარმომიდგენია. მიუხედავად ამისა, სანამ გამოძიება დასრულდება, წინასწარ დასკვნებს არ ვაკეთებ, მაგრამ შეუძლებლად მიმაჩნია, თბილისში, ქალაქში, ცენტრალურ  უბნებში ადამიანი ჩატენონ მანქანაში, თავზე ტომარა ჩამოაცვან, თან ფორმიანებმა, ნიღბიანებმა  და ეს ვერ დაინახოს ვერავინ, ერთი მოწმეც არ გამოჩნდეს“,-განაცხადა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics