ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაციის შექმნას იწყებს. რამდენიმე თვეში უსინათლო ადამიანები "საბასგან" საჩუქრად ასობით ხმოვან წიგნს მიიღებენ, რომელიც სრულიად იქნება ადაპტირებული მათზე. უსინათლოები ამ წიგნის "მოსმენას" დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ.