18:46 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 17:39:13, 905 ნახვა

საზოგადოება
რობი უილიამსის კონცერტის ბილეთები 15 აპრილიდან გაიყიდება

ბრიტანელი მუსიკოსის რობი უილიამსის თბილისში გასამართი კონცერტის ბილეთები 15 აპრილიდან ვებგვერდ tkt.ge -ზე გაიყიდება.

აღნიშნული ინფორმაცია უილიამსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც მუსიკოსის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რობი უილიამსი საქართველოში კონცერტს  დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართავს.

„ეს მისი პირველი კონცერტი იქნება საქართველოშო. შოუ 27 მაისს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება. რობი უილიმსი ქართველი მსმენელის წინაშე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც  მუსიკოსის წარმომადგენლები იუწყებიან, რობი უილიამსის კონცერტი გაიმართება საქართველოს დედაქალაქისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში.

კონცერტზე დასასწრები ბილეთები 15 აპრილიდან ვებგვერდ tkt.ge -ზე გაიყიდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics