2017 წელი ცეცხლოვანი მამლის წელიწადია. დამდეგი წლის სიმბოლო ნატურით ძალიან თავდაჯერებული და ამაყია, ასევე კარგი მებრძოლია და ბრძოლაში დაუფიქრებლად ერთვება.
საქართველოსთვის 2016, წინა წლების მსგავსად, სტუმრიანობით გამოირჩეოდა. სხვადასხვა მიზნით, წელს ქვეყანას გავლენიანი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ეწვივნენ.
C ჰეპატიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო-სოციალური პრობლემაა. მსოფლიოში ამ დაავადებით ინფიცირებულთა რიცხვი 150-200 მილიონს აღწევს და ყოველწლიურად დაახლოებით ერთიდან სამ მილიონამდე იზრდება.
საახალწლო ღონისძიებების გამო, დროებით, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება.
1990-იან წლებში საქართველოში მომხდარ შიდა კონფლიქტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან მოსახლეობის იძულებით გადაადგილება მოჰყვა. უსახლკაროდ დარჩენილი დევნილები სხვადასხვა მიტოვებულ შენობებს იკავებდნენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული შენობებიდან მათი გამოძევება ხდებოდა. სახელმწიფომ ეტაპობრივად დევნილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დაიწყო.
საქართველოში ახალი წლის დღესასწაული ოდითგანვე გამორჩეულად აღინიშნება. ჩვენს ქვეყანაში ახალ წელს სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ.
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 99,5 %-ით შესრულდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ ომის ვეტერანებსა და ახალი რაიონის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.
სადღესასწაულო დღეებში, მეტრო და საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“, ასევე კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ და შეცვლილი, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More