სვენ მიკსერი: გვინდა პრაქტიკული დახმარება გაგიწიოთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში
„ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ხმა ისმოდეს არა მარტო ნატო-სა და ევროკავშირის კულუარებში, არამედ გვინდა პრაქტიკული დახმარება გაგიწიოთ გაწევრიანების პროცესში და ამას ძალისხმევას არ დავაკლებთ“,-განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა 10 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძეს.