მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სამინისტროს საკონსული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ხვალ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.