08:21 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მაღალი რისკის საწარმოებში შრომითი უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება

მაღალი რისკის საწარმოებში შრომითი უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სპეციალისტებით დაკომპლექტდება - გადაწყვეტილება  „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც დავით სერგეენკო და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

 

ირლანდია საქართველოსთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს დენის ოდონოვანს შეხვდა.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დღის ბოლომდე სრულად აღდგება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ101 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება  თავისუფალია, მოძრაობა ორხმრივად აღდგენილია.

NDI ხვალ მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო ხვალ მედიას 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

 

ისრაელი და საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ორმხრივი საკონსულო კონსულტაციები გაიმართა.

 

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იშვიათი ვაზის ჯიშები გაშენდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზიდან, ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების ნერგები გადასცა, რომლებიც სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დაირგო. 

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფებოდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, IMO-ს საზღვაო ელჩი საქართველოში კაპიტანი მამუკა ახალაძე ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში იმყოფებოდა.

 

მერია: ენმ-ის და მისი სატელიტი გაერთიანებების წინასაარჩევნო კამპანია მერიის საქმიანობის დისკრედიტაციაზეა აგებული

თბილისის მერია პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

 

შს მინისტრის მოადგილე: ლუჟკოვი სპეციალურ სიაში იქნება შეყვანილი და საქართველოში ვეღარ შემოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ვეღარ ჩამოვა.

იმერეთის რეგიონში მცირე მეწარმეობის დასაწყებად გრანტი 53 დევნილს გადაეცა

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ  მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად იმერეთის რეგიონში გრანტი 53 დევნილს გადასცა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. 

ხუციშვილი: საზღვარგარეთ ე.წ. ფარული პოლიციელები იმუშავებენ, მათი მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საზღვარგარეთ ე.წ. ფარული პოლიციელები იმუშავებენ, რომელთა მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იქნება. 

გლობალური მიგრაციული პროცესების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია მოეწყო

გლობალური  მიგრაციული პროცესების საკითხებზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 10-11 მაისს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

 

გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ინციდენტი მოხდა

გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ინციდენტი  მოხდა.

 

მედიაციის სახლში „გოგონათა კლუბი“ გრძელდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თათია ხოჭოლავა მედიაციის სახლში, პროექტ - „გოგონათა კლუბის" მონაწილეებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობით დაინტერესდა.

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს 12 მოსამართლე დანიშნა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს კენჭი უყარეს. 

კალაძე ფასანაურში მოსახლეობის პროტესტზე: დაჯგუფება, სახელით „მწვანე ალტერნატივა“ აბუნტებს იქ ადამიანებს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფასანაურში მოსახლეობის პროტესტს პასუხობს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics