2017-05-11 16:40:19, 1711 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დღის ბოლომდე სრულად აღდგება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ101 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, მოძრაობა ორხმრივად აღდგენილია.
ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ183 მოძრაობა აკრძალულია, ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დღის ბოლომდე ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილოზე გზაზე მოძრაობა სრულად აღდგება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან