ადვოკატი: პრემიერის განცხადება მუხთარლის ოჯახის წევრების მხრიდან აღიქმება მითითებად, რომ საქმეზე გამოძიება არ ჩატარდეს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება, თითქოს ჟურნალისტის გატაცებაში ქართველი სპეცსამსახურები არ მონაწილეობდნენ, ოჯახის წევრების მიერ აღიქმება მითითებად სამართალდამცავი ორგანოებისათვის, რომ ამ მიმართულებით რაიმე სახის საგამოძიებო ქმედებები არ ჩატარდეს.