21:53 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 08:43:07, 1966 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
რექს ტილერსონი: ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, როგორც ერთგულ პარტნიორს

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც მის არჩევანს - საკუთარი მომავალი დაუკავშიროს თავისუფალ ერებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებაშია ნათქვამი.

ტილერსონმა, აშშ-ის მთავრობის სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავს მიულოცა, რომელიც ამერიკა-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს ემთხვევა. 

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, როგორც ერთგულ პარტნიორს და ველოდებით საერთო ინტერესებსა და ფასეულობებში წინსვლას. ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებით მადლიერია იმ ქართველი ჯარისკაცების მსხვერპლის, რომლებიც ჩვენთან ერთად მსახურობენ ავღანეთში, თუ მსოფლიოს სხვა წერტილებში. 

ერთად ვზეიმობთ საქართველოს წარმატებებს და ვგლოვობთ მათ, ვინც ტერორიზმთან ბრძოლას შეეწირა. საქართველო განაგრძობს სხვების ინსპირირებას საკუთარი ლიდერობით და ჩვენი საერთო დემოკრატიული პრინციპების ერთგულებით.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ მრავალ წელს გაგრძელდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნებისთვის უფრო მეტ სტაბილურობასა და კეთილდღეობას მივაღწიოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის 26 წლისთავისა და ამერიკა-საქართველოს 25-წლიანი ურთიერთობების თარიღთან დაკავშირებით გავრცელდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics