ფინანსთა ყოფილი მინისტრი, დიმიტრი გვინდაძე EBRD-ის მოლდოვას ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით გვინდაძე მოვალეობის შესრულებას 2 მაისიდან დაიწყებს. ის ამ პოზიციაზე ჯულია ოტოს შეცვლის, რომელიც 2011 წლიდან წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო.