|
2016-05-30 11:20:35, 854 ნახვა
ეკონომიკა
თბილისი დღეს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს
თბილისი დღეს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა გახსნიან. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო საგენტოს, სლოვაკეთის ინვესტიციების და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით იმართება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ ქართველი და სლოვაკი ბიზნესის წარმომადგენლები უპირატესად ისეთი ბიზნეს-სექტორებიდან როგორებიცაა ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი,ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა. ღონისძიებაზე იგეგმება ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაია დამსწრე საზოგადოებას გააცნობს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, სხვადასხვა მოწინავე სექტორების კონკურენტულ უპირატესობებს და ბიზნეს შესაძლებლობებს. ენერგეტიკის სექტორის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, ცალკე პრეზენტაციას აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ გააკეთებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი. ღონისძიება ასევე ითვალისწინებს ორმხრივი „B2B“ შეხვედრების სესიას, სადაც ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგებლები შეძლებენ პირისპირ შეხვედრის ფორმატში გააცნონ ერთმანეთს საკუთარი საქმიანობა და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)