ფინანსთა სამინისტრო: ახალი ცვლილება გადასახადის გადახდისგან თავის არიდების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, 2017 წლიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ განისაზღვრა საკომპენსაციო თანხის ( ე.წ. „ავანსის“) გადახდის მომენტი, თუკი თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.