14:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 18:17:47, 2974 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია სტამბოლში აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

თურქეთში მიმდინარე სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრები გამართა თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრთან, თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან. გიორგი გახარია საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ შეხვედრის ძირითადი თემები ჩვენს რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ეხებოდა. 

მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთანამშრომლობით მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის ეკონომიკურ პოტენციალს სინერგიის ძალა შესძინონ და თავიანთი ეკონომიკები სწრაფად განავითარონ.  საჰინ მუსტაფაევთან შეხვედრის მთავარი თემა ტურიზმი იყო. 

,,აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა ძალიან მეგობრული და შედეგიანი იყო, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობართან. შეხვედრისას განვიხილეთ ისეთი კონკრეტული თემა, როგორიც არის, მაგალითად, შესაძლებლობა, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოს და აზერბაიჯანს შექმნან ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ტურისტული მარშრუტი, რათა ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყონ. მარტივად შეგვიძლია ჩვენ ჩვენი ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი ქალაქები და კურორტები დავუკავშიროთ ერთმანეთს, გავითვალისწინოთ ჩვენს საჰაერო სივრცეში რეისების რაოდენობა, მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტები და აქაც ერთმანეთს მივეხმაროთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, არსებობს ბევრი თანხვედრის წერტილი.

,,კონკრეტულ თემებზე თანამშრომლობა, კონკრეტულ კომპანიებთან ურთიერთობა, ხელშეწყობა მათი ბიზნესურთიერთობების დამყარებისთვის არის ყველაზე მარტივი, სწორი და სწრაფი გზა, რათა ჩვენი ეკონომიკის ზრდას ხელი შევუწყოთ‘’ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics