12:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით EBRD-ის მიერ წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა

„საქართველოს ბანკმა“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ჯილდო - „2016 წლის საუკეთესო პროექტი ენერგოეფექტურობის კუთხით საქართველოში“ მიიღო.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის დირექტორმა სტრატეგიისა და პროგრამების დარგში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მარია შერმანმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის დაფუძნების დეკლარაცია გაფორმდა

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს, მათ შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის (JETCO)  დაფუძნების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. 

 

გიორგი გახარია თურქეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

გიორგი გახარია თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრს ბიულენთ თუფენქჩის შეხვდა.

 

კობა გვენეტაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სავალუტო ჯიხურებში ვალუტის გადაცვლის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმება გაგრძელდება.

დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრს ხვდება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრს, ბიულენთ თუფენქჯის ხვდება.

 

1 დოლარი დღეს, 2.4217 ლარი ღირს

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა BSEC- ის საიუბილეო სამიტში მონაწილეობა მიიღო

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) დაარსების 25-ე იუბილესთან დაკავშირებით BSEC-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით.

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის

საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ახალი უცხოური ავიაკომპანია შემოდის. 

 

პირველად საქართველო ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენას „BUYBRAND Transcaucasia“ უმასპინძლებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“და  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით  საგამოფენო ცენტრი ექსპოჯორჯია, 2017 წლის 2-3 ივნისს,თბილისში პირველად ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა „BUYBRAND Transcaucasia“-ს უმასპინძლებს . 

 

სებ-ის ახალი წესი კომერციული ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზეც გავრცელდება

საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში მომზადდა "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი", რომელიც 2017 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება.

„ქარვისფერი ღვინო“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევა

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო სახელწოდებით „ქარვისფერი ღვინო“,  OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს.

თბილისში პირველი VIP-სამორინეს გრანდიოზული გახსნა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics