|
2017-06-22 11:19:56, 2514 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
მთავრობა მოქალაქეებს საფონდო ბირჟაზე ქარის ელექტროსადგურის პროექტში წილის შეძენას სთავაზობს
მთავრობა მოქალაქეებს ქარის ელექტროსადგურის პროექტში წილის შეძენას სთავაზობს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, წილის შეძენაზე საჯარო შეთავაზება საფონდო ბირჟაზე გაკეთდება: „ქარის ელექტროსადგურის პროექტი, რომელიც განხორციელდა და დასრულდა 2016 წელს წარმატებით, ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით, გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ ასეთი პრეცედენტი, რომ საჯარო შეთავაზება გავაკეთოთ საქართველოს საფონდო ბირჟაზე, პირველად შევათავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ შეიძინონ წილი ამ პროექტში. ეს არის პრივატიზაციის ასეთი ფორმა, რომელიც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვნად წაახალისებს საფონდო ბირჟას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და მიეცემათ შანსი ადგილობრივ ინვესტორებს ასევე, რომ შეიძინონ ამ პროექტის აქციები, ვინაიდან მომზადდება პროექტი საჯარო შეთავაზებისთვის, ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე, რაც ძალიან კარგი პრეცენდენტია და ეს არ იქნება ერთადერთი პრეცენდენტი. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ გადავდგამთ არაერთ ნაბიჯს. ვფიქრობ, მწვანე ენერგიის ათვისება უნდა გახდეს ჩვენი ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)