ღარიბაშვილი: იმედი გვაქვს წლის ბოლოს ვიზა ლიბერალიზაციაზე ევროკავშირის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება
იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.