02:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 13:41:29, 433 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: იმედი გვაქვს წლის ბოლოს ვიზა ლიბერალიზაციაზე ევროკავშირის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება

იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების გეგმის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულება. ბატონ ტუსკს მოვახსენე, რომ სრულიად მთელი მთავრობა არის მოტივირებული, რომ პირნათლად შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გვაქვს ნაკისრი ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ბატონ ტუსკს მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან ასოცირების გეგმის განხორციელება მიმდინარეობს წარმატებით, ჩვენ არავითარი ჩამორჩენა არ გვაქვს. ასევე DCFTA-ის ნაწილშიც ჩვენ მივყვებით მოცემულ გეგმას და სავიზო რეჟიმის გამარტივების ფარგლებში ასევე მივდივართ წინ და ჩვენ პრაქტიკულად ყველა ნაკისრი ვალდებულება შევასრულეთ. ჩვენ გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის და სწორედ ამ საკითხებზეც ვისაუბრეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics