20:54 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
უსუფაშვილი: რაც წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით ხდება, პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველია

 „რაც კი გიგი წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით ხდება, არის მაზოხიზმის ნიშნების შემცველი და არის ძალიან სამარცხვინო“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„სამართლიანი არჩევნები“ „ოცნების“ მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე აუდიტის სამსახურს მიმართავს

„სამართლიანი არჩევნები“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებებით მიმართავს.

 

გიორგი მარგველაშვილი ბარაკ ობამას შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სტოლტენბერგი: ნატო საქართველოს თავდაცვისუნარიონობის გაძლიერებას გააგრძელებს

„ნატო საქართველოსა და მოლდოვის თავდაცვიუნარიანობის, მდგრადობის გაძლიერებას გააგრძელებს,  რომ მათ გარე ზეწოლას გაუძლონ და რეფორმები გააგრძელონ“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

წერეთელი უმრავლესობაზე: ნუ არიან დაძაბულები, მოეშვან

საპარალამენტო  უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, „ნუ არიან დაძაბულები და  მოეშვან“.

 

კრისტიან ვიგენინი: კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ხალხისთვის გადაადგილება უნდა გამარტივდეს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ბულგარეთის დელეგაციის თავმჯდომარის, კრისტიან ვიგენინის განცხადებით,  რეზოლუცია „კონფლიქტები საქართველოში“   სავსებით მისაღებია და ის მას ემხრობა.

 

ვოლსკი: ლევან ვარშალომიძის დაბრუნებაზე ცალკე კინო უნდა გადავიღოთ

„ვარშალომიძის დაბრუნებაზე  ცალკე კინო უნდა გადავიღოთ“,-ასე შესაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ აჭარის  მთავრობის ყოფილი  თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნება.

 

კოვალიოვი: ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია ღია ანტირუსული დოკუმენტია

ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის თავმჯდომარის ნიკოლაი კოვალიოვის განცხადებით, ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია „კონფლიქტები საქართველოში“  ღია ანტირუსული დოკუმენტია.

 

სერგო რატიანი: ჩატაევის გათავისუფლება გარკვეულწილად, რუსეთთან იყო სინქრონიზებული

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებით, აჰმედ ჩატაევისა და ზოგადად, რუსი ჯაშუშების გათავისუფლებასა და მათ გმირებად გამოცხადებაზე ამჟამინდელი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

 

ვოლსკი: არ არის გამორიცხული, რომ წერეთლის კანდიდატურაზე EPP-სა და რუსეთს შორის გარკვეული გარიგება შედგა

„აგრამუნტის ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებებიდან  გამომდინარე, გიგი წერეთლის კანდიდატურაზე არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული გარიგება შედგა ევროპის სახალხო პარტიასა და რუსეთს შორის“,-ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

 

გია ხუხაშვილი რეზოლუციაზე: ეუთო-ს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ძალა არ შესწევს

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია "კონფლიქტი საქართველოში" მხოლოდ გარკვეული ვითარების დეკლარირებაა და ის არანაირ პრაქტიკულ შედეგებს არ მოიტანს.

 

წულუკიანი: როგორც კი სააკაშვილი ქართველი სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდება, ჩატაევის საქმეს გამოვიძიებთ

ჩატაევის თემასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მის გათავისუფლებამდე მქონდა კითხვები, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიამი აჰმედ ჩატაევის საქმეს.

 

უსუფაშვილი: საქართველოს შესახებ რეზოლუციაში 56 ქვეყანა ერთს ეუბნება, რომ დაიცვას სტანდარტები, რომლებიც დასაცავია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტით, 56 ქვეყანა ერთს ეუბნება, რომ დაიცვას ის სტანდარტები, რაც დასაცავია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა, ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის 3-მა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ.

 

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებს

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) წევრები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს დღეს განიხილავენ.  

დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბიჯანში  იმყოფება.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics