22:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 14:28:27, 595 ნახვა

პოლიტიკა
კოვალიოვი: ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია ღია ანტირუსული დოკუმენტია

ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის თავმჯდომარის ნიკოლაი კოვალიოვის განცხადებით, ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია „კონფლიქტები საქართველოში“  ღია ანტირუსული დოკუმენტია.

კოვალიოვის განმარტებით, აღნიშნული რეზოლუცია უკიდურესად პოლიტიზირებულია და აფხაზი და ოსი ხალხის ნების იგნორირებას ახდენს.

„რეზოლუციის პროექტი უკიდურესად პოლიტიზირებულია. ეს არის ღია ანტირუსული დოკუმენტი. მასში გამოთქმულია რუსეთის მიმართ უსაფუძვლო პრეტენზიები. საუბარია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე, მავთულხალრთებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჩვენ ამ დოკუმენტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ის აფხაზი და ოსი ხალხის ნების იგნორირებას ახდენს. მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ქართველ დევნილებს აფხაზეთში დაბრუნების საშულება არ ეძლევათ, მაშინ როდესაც გალის რაიონში 50 ათასამდე ქართველი დევნილი დაბრუნდა“,-განცხადა კოვალიოვმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტები საქართველოში“ მხარი დაუჭირა. დოკუმენტი დასამტკიცებლად ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გავა.

რეზოლუციის პროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ არის მომზადებული.

პროექტი 17 პუნქტისგან შედგება და მასში საუბარია  ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზე.

„ექსპო ჯორჯიაში“ ეუთო-ს  საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics