,,ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, საქართველოს კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა თავისი უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც აზიასა და ევროპას შორის ურთიერთობის, სავაჭრო გზებისა და თანამშრომლობის შემქმნელ და უზრუნველმყოფელ ქვეყანას'', - ასე შეაფასა ქართულ მედიასთან საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო ვიზიტი და თურქმენეთში გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობა.