17:34 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

ხმალაძის შეფასებით, მის მიერ შეთავაზებული პრეზიდენტის არჩევის წესით, ლეგიტიმაციის ხარისხი უფრო მაღალი იქნება

 ვახტანგ ხმალაძის განცხადებით,  საკონსტიტუციო კომისიისთვის მის მიერ შეთავაზებული  პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, ლეგიტიმაციის ხარისხი უფრო მაღალი იქნება.

ვახტანგ ხმალაძის ინიციატივით, პრეზიდენტი არანაკლებ 45 წლის და უპარტიო უნდა იყოს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფს, კომისიის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ შესთავაზა,  პრეზიდენტი არანაკლებ 45 წლის და უპარტიო  იყოს.

ამერიკის საელჩო: აშშ არ სცნობს „არჩევნების“ შედეგებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არალეგიტიმურად ჩატარდა

ამერიკის შეერთებული შტატები არ სცნობს არჩევნების შედეგებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე არალეგიტიმურად ჩატარდა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

ჩუგოშვილი: თუ შეუძლიათ, რომ წაახალისონ ვანდალიზმი, პოლიციის მანქანების დაწვა, ბოდიშის მოხდაც უნდათ შეეძლოთ

"თუ შეუძლიათ , რომ წაახალისონ ვანდალიზმი-  პოლიციის მანქანების დაწვა და მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ისიც უნდა შეეძლოთ, რომ შემდეგ ბოდიში მოიხადონ",-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრემიერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, "ნაციონალურ მოძრაობას" ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება.

 

ვახტანგ ხმალაძემ საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის განსხვავებული ვერსია შესთავაზა

 პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საკონსტიტუციო კომისიის წევრის,  თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვახტანგ ხმალაძემ კომისიის დღევანდელი სხდომის მონაწილეებს, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის განსხვავებული ვერსია შესთავაზა.

 

მათიკაშვილი: კომისიის წევრთა უმრავლესობაში არის გარკვეული შეთანხმება, 2023 წლიდან არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის წევრების უმრავლესობაში არის გარკვეული  შეთანხმება იმის თაობაზე, რომ 2023 წლიდან საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩატარდეს. 

 

პრეზიდენტი რუსეთზე - ქვეყნებმა, მიუხედავად მათი ზომისა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინონ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს V გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

გიგაური: პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში, მონოლითურ სისტემას მივიღებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით,  პრეზიდენტი  პირდაპირი წესით, არჩევნების გზით  უნდა აირჩეოდეს.

 

აბესაძის თქმით, პრეზიდენტი სახელისუფლებო კრიზისის დროს კონსტიტუციური გარანტის როლს შეასრულებს

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევას უჭერს მხარს. 

აბესაძე: პრემიერს ვურჩევთ, გადაბრალების ნაცვლად საკუთრ გუნდში ეძებოს შეცდომები

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე პრემიერის განცხადებას, რომ ბათუმის მოვლენებზე პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება, სამარცხვინოს უწოდებს.

 

სამადაშვილი ბათუმის მოვლენებზე: პრემიერი დაკვეთას აძლევს ორგანოებს, რომლებმაც გამოძიება უნდა ჩაატარონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერი-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება.

 

პარტია „ევროპული საქართველო“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით გამოდის

პარტია “ევროპული საქართველო” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით გამოდის. 

ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, პრემიერის კანდიდატურას ვეტო დაადოს

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, არსებობს  კონსესუსი იმის თაობაზე, რომ  პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილება შესაკვეცია.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით პუტინის გადაწყვეტილებას გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის თაობაზე გმობს.

საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ მსჯელობს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი მორიგ სხდომას მართავს. დღეს კომისიის წევრები პრეზიდენტის თავსა და მის უფლებამოსილებებს განიხილავენ.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics