18:21 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 15:31:12, 1385 ნახვა

პოლიტიკა
ხმალაძის შეფასებით, მის მიერ შეთავაზებული პრეზიდენტის არჩევის წესით, ლეგიტიმაციის ხარისხი უფრო მაღალი იქნება

 ვახტანგ ხმალაძის განცხადებით,  საკონსტიტუციო კომისიისთვის მის მიერ შეთავაზებული  პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, ლეგიტიმაციის ხარისხი უფრო მაღალი იქნება.

კერძოდ, ხმალაძის განმარტებით,  ეს წესი გულისხმობს-პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას  2023 წლიდან; პრეზიდენტის არჩევას არა პარლამენტის მიერ, არამედ ე.წ. ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისაგან, 150 დელეგატისაგან და რომლებსაც აირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოები, საკრებულოთა გაერთიანებები, იმ პროპორციით, როგორო პროპორციითაც იქნებიან ამ საკრებულოებში წარმოდგენილი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები.

„შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტისა და საკრებულოთა არჩევნები სხვადასხვა დროს ტარდება, პროპორცია პოლიტიკურ პარტიებს შორის, პარლამენტსა და საკრებულოებში შეიძლება, და მაღალი ალბათობით ასეც იქნება, იყოს ფრიად განსხვავებული ერთი მეორისგან. ამდენად სურათი ამრჩევთა იქნება უფრო გაწონასწორებული და მათი რაოდენობა იქნება უფრო მეტი. და შესაბამისად ლეგიტიმაციის ხარისხიც უფრო მაღალი იქნება.

ამაზე კენჭისყრა არ გამართულა, მაგრამ კომისიის სამუშაო ჯგუფის არაერთმა წევრმა მიიჩნია ეს წინადადება მისაღებად, დანარჩენი ვნახო,  როგორ იქნება, მინიმუმ ალტერნატივის სახით იქნება ეს წარმოდგენილი, იმის ალტერნატივისა, რაც დღეს გვაქვს",-აღნიშნა ხმალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics