19:07 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კვირიკაშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე: ვფიქრობთ, პირველადი სახით უნდა იქნას გატანილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. მოსმენების კანონი იმ სახით უნდა გავიდეს, როგორც თავდაპირველად მიიღო პარლამენტმა.

მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
აშშ-ში გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებს შეხვდება

საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც 2017 წლის 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება.

პარლამენტი ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს

ე.წ ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. პლენარული სხდომა 12 საათზეა დანიშნული. 

პრემიერი: საქართველო ერთგულია თავისი მიზნის, ააშენოს ქვეყანა ევროპული დემოკრატიითა და ინსტიტუტებით
11 აპრილს ლევან იზორიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოუსმენენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ტავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 11 აპრილს კომიტეტის კითხვებს უპასუხებს. 

ლატვიის სეიმის თავმჯდომარე: საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მყარ მხარდაჭერას ვაგრძელებთ

„ეს არის ისტორიული ღონისძიება, რომელიც ერთად კრებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენს საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ და სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს. 

პრეზიდენტი ჟურნალისტებს: თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება, რომელსაც ყოველთვის დავეხმარები გაძლიერებაში
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

კახიძე: უმრავლესობა გვთავაზობს პროექტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება

"სამწუხაროდ, ქართული ოცნების უმრავლესობა გვთავაზობს პროექტს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ფარული მიყურადების კანონპროექტთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

ეკა ბესელია: ჩვენ რომანტიულ კანონებს ვერ შევქმნით

„თუ გვინდა მოვშალოთ დაცვის ყველა ზღვარი და რომანტიული კანონები ვწეროთ - ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯები არ იქნება“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

იურიდიული კომიტეტი ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფარული მიყურადების კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობს.

გუგული მაღრაძე: ვფიქრობ, მმართველ გუნდში პოზიცია უფრო ვეტოს დაძლევისკენაა მიმართული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე პრეზიდენტის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით,  საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. 

აბესაძე: ვეტომ ნათელი გახადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სუს-ის შესაძლებლობა განუსაზღვრელი გახადა

"პრეზიდენტის ვეტომ კიდევ ერთხელ ნათელი და ცალსახა გახადა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციის უხეში უგულვებელყოფით კიდევ უფრო მეტად გაზარდა და განუსაზღვრელი გახადა სუს-ის შესაძლებლობა ჩაერიოს თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებაში",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ   ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პარტნიორებთან მუდმივად ვსაუბრობთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობაიძე ბიუროს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და მას შემაშფოთებელი უწოდა.

გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბელგიის სამეფოში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics