19:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 13:34:54, 2000 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ჟურნალისტებს: თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება, რომელსაც ყოველთვის დავეხმარები გაძლიერებაში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და  სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მედიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი ყოველთვის დაეხმარება მედიას გაძლიერებასა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი საპასუხისმგებლო საქმიანობის შესრულების პროცესში. 

„დღეს ჟურნალისტების პროფესიული დღეა. მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ რეალურად მეოთხე ხელისუფლება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და კიდევ ერთხელ, მსურს აღვნიშნო, რომ როგორც მოქალაქე, როგორც პრეზიდენტი და ქვეყნის მეთაური, რომლის ერთ-ერთი მოვალეობაც ამ ქვეყანაში ძალთა ბალანსის უზრუნველყოფაა, ვაღიარებ თქვენს მნიშვნელობას - იმას, რომ თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება დაკიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ მუდმივად დაგეხმარებით გაძლიერებასა და იმ როლში, რომელიც თქვენ უნდა ითამაშოთ ამ ქვეყნის პოლიტიკურცხოვრებაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics