20:40 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მარგველაშვილი: სირთულეს წარმოადგენს აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ქვეყნის ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხედვის კონტექსტში სირთულეს ის აგრესიული პოლიტიკა წარმოადგენს, რომელსაც ქვეყნის ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს.

 

ლატვიის პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ რეფორმები სასამართლო ხელისუფლების, კანონის უზენაესობის კუთხით

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლატვიის პრეზიდენტის  რაიმონდს ვეიონისის განცხადებით, ლატვია აგრძელებს  საქართველოს მხარდაჭერას მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.

 

ლატვიის პრეზიდენტი: უვიზო რეჟიმი დასტურია იმისა, რომ რეფორმირების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისიმ  საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცა.

 

ლატვიის პრეზიდენტი: ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება

ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება.

 

რაიმონდს ვეიონისი: მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო ნატოს დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა

ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის  განცხადებით, საქართველო ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორია  ნატოსი და “ მიუხედავად სხვა გამოწვევებისა, რომლის წინაშეც ალიანსი დგას,  საქართველო მათ დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა“

 

ალექსის ციპრასი: დარწმუნებული ვარ, საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციით მიღებულ შესაძლებლობებს

“მოხარული ვარ, რომ საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საბერძნეთი გმასპინძლობთ. გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას! დარწმუნებული ვარ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციით მიღებულ შესაძლებლობებს”, - ამ სიტყვებით შეეგება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ქართველ კოლეგას.

 

კობახიძე: ჩვენი მოქალაქეები ევროპაში კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ელჩები უნდა გახდნენ

ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არა მარტო პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის და პირველი ლედის ივეტა ვეიონისის სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

 

პრემიერი: ჩვენ ევროპულ ჩარჩოში ვექცევით და ვცდილობთ, შევქმნათ სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძლიერი დემოკრატია
მარია გაბრიელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ეხმაურება

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას „ტვიტერზე“ ეხმაურება.

 

ლინკევიჩიუსი: დღეიდან უფრო მეტი საქართველო იქნება ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში

„დღეიდან  უფრო მეტი საქართველო იქნება ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში“,-ასე  გამოეხმაურა ვიდეომიმართვაში  ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი  ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას.

 

დალია გრიბაუსკაიტე: საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპისკენ გზა გაიხსნა! უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს.

 

პრემიერი: ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკეთ გაიცნონ ევროკავშირი

„ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკეთ გაიცნონ ევროკავშირი და  უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც ევროკავშირი დგას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ათენში გამგზავრებამდე  ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი 28-29 მარტს გაიმართება
ბალტიის ასამბლეამ ცხინვალის რეგიონში „რეფერენდუმის“ გამართვის გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება გაავრცელა

ბალტიის ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის  განცხადება ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.

ევროკავშირის საბჭო: საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზა ევროკავშირში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის

საქართველოს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზა, იმისათვის, რომ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის ქვეყნებში იმოგზაურონ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics