21:19 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 11:23:51, 1623 ნახვა

პოლიტიკა
ლინკევიჩიუსი: დღეიდან უფრო მეტი საქართველო იქნება ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში

„დღეიდან  უფრო მეტი საქართველო იქნება ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში“,-ასე  გამოეხმაურა ვიდეომიმართვაში  ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი  ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას.

ლინკევიჩიუსმა საქართველოს მოქალაქეებს ქართულადაც მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპაა.   

„ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გილოცავთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს. თქვენ ეს დაიმსახურეთ და დიდ ხანს ელოდებოდით. დღეიდან იქნება უფრო მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანას მოიცავს.

რაც შეეხება შენგენის ზონაში დარჩენის ხანგრძლივობას - უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. უფრო კონკრეტულად კი, მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ. 

უვიზო მოგზაურობა ევროკავშირში - ვადები, წესები და შეზღუდვები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics